კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერები დააკავეს.
კობა ნაყოფია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მივიდა. როგორც მან განაცხადა, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვანიც.
„გავიგე, რომ დაკავებულები არიან ჩვენი წევრები. მოვედი, რომ გავერკვე სიტუაციაში. საარჩევნო გარემო არის საშინელება, მოსყიდვებისა და კრიმინალების ჩარევით მიმდინარეობს არჩევნები”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.