კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიხსენეთ ფარული ჩანაწერის გავრცელების ერთი ფაქტი, ხომ არ მომხდარა ეგეთი?
კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიხსენეთ ფარული ჩანაწერის გავრცელების ერთი ფაქტი, ხომ არ მომხდარა ეგეთი?

ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს აუცილებლად შევისწვალით და ეს არ უნდა დარჩეს ძალიან მკაცრი რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გვერდით არ არის ისეთი ადამიანების ადგილი, რომლებიც უღირს საქციელს სჩადიან.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, ათას უბედურებას აბრალებდნენ, გაიხსენეთ ფარული ჩანაწერის გავრცელების ერთი ფაქტი, ხომ არ მომხდარა ეგეთი? ეგეთი, რაც გავრცელდა ახლა და ჩვენთვის ეს წითელი ხაზია, ეს არის ძალიან მდაბიო საქციელი, უღირსი, რაც არ შეეფერება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი გუნდის წევრებს. ჩვენ გვერდით ეგეთი ადამიანების ადგილი არ არის. ეს კონკრეტული ფაქტი, რაც ახლა მოხდა, აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანებს, რომლებმაც ეს გააკეთეს. ასეთი ადამიანების ადგილი გუნდის შემადგენლობაში არ არის. ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს აუცილებლად შევისწვალით და ეს არ უნდა დარჩეს ძალიან მკაცრი რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ნაყოფიამ.