კობა გვენეტაძე - წელს ინფლაცია მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს იქნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ინფლაცია წელს მიზნობრივ, სამპროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
გვენეტაძემ საქსტატის მონაცემები შეაფასა, რომლის მიხედვით, მარტში სამომხმარებლო ფასების კლება დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი 2.8 პროცენტს შეადგენს.
„წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თუმცა, მიზნობრივი სამი პროცენტი არ ნიშნავს ლიმიტს და ზღვარს. ეს შეუძლებელია. ზოგჯერ ინფლაცია შეიძლება იყოს შედარებით მაღალი ან დაბალი”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.
გვენეტაძის თქმით, მაისის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და ინფლაციაზე იმსჯელებენ.