კობა გვენეტაძე - როგორც კი შევიტყვეთ ჩვენი თანამშრომელთან დაკავშირებით კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობაზე, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები
კობა გვენეტაძე - როგორც კი შევიტყვეთ ჩვენი თანამშრომელთან დაკავშირებით კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობაზე, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები

როგორც კი შევიტყვეთ ჩვენი თანამშრომელთან დაკავშირებით კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობაზე,  მაშინვე დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, თავად ელაპარაკა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს და მოხდა შესაბამისი ზომების მიღება.

„ჩვენ ასევე უზრუნველვყავით ამ თანამშრომლის თვითიზოლაცია და არა მხოლოდ მისი იზოლაცია, არამედ მასთან შემხებლობაში მყოფი პირების იზოლაცია, ამავე დროს სასწრაფოდ დეზინფექცია ჩაუტარდა იმ ადგილ-გარემოს, სადაც ეს თანამშრომელი მუშაობდა და ამის შემდეგაც რამდენჯერმე გაკეთდა დეზინფექცია“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც ცნობილია,საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს.

ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა დღეს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლის მეუღლეა, რომელიც ინფიიცრებულია.