თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დადგენილია კონტაქტი და ქვეყნის მასშტაბით მეორე ინფიცირებული მედიკოსი ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლის მეუღლეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

​საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანიალია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ. მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს. მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და რეალურად, დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლებისთვის არის დაბალი, თუმცა ჩვენ, პრენევციული ზომებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი. მორიგე პერსონალი არის თვითიზოლაციისა და საკარანტინო პირობებში გადასული, ხოლო აღნიშნული ექიმი აგრძელებს მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ.

ამასთან, იდენტიფიცირებულია ყველა პირი, ვისთანაც ექიმს კონტაქტი ჰქონდა.