კობა ჟორჟიკაშვილმა „სიონი“ დატოვა, გუნდს გიორგი ოქროპირიძე გაწვრთნის #1TVSPORT
კობა ჟორჟიკაშვილმა „სიონი“ დატოვა, გუნდს გიორგი ოქროპირიძე გაწვრთნის #1TVSPORT

კობა ჟორჟიკაშვილმა ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდი ორ მოთამაშესაც შეელია, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა კობა ჟორჟიკაშვილმა. გუნდი ასევე დატოვა ორმა ფეხბურთელმა – 20 წლის მცველმა, სანდრო გულიაშვილმა და 24 წლის მცველმა, საბა ნადირაძემ“, – წერია „სიონის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ბოლნისელთა პრესსამსახურის ცნობით, „სიონის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ოქროპირიძე შეასრულებს, რომელიც, რამდენიმე წელია, ბოლნისური კლუბის სამწვრთნელო სტაფშია.

61 წლის ჟორჟიკაშვილი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელი, მუშაობდა „მრეტებში“, „თბილისში“, საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკში“, რუსთავის „მეტალურგში“, „ზესტაფონში“, ბათუმის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიასა“ და „არაგვში“.