კობა დავითაშვილი - „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის უნარი, ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე, „ნაცების“ ბანს ამას მე გავუკეთებ
კობა დავითაშვილი - „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის უნარი, ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე, „ნაცების“ ბანს ამას მე გავუკეთებ

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძისა და კობა დავითაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე, ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა.

კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დებატებში მხარეებს თმენის დიდი ვალდებულება აქვთ და მიუხედავად ამისა, ის თავის ნათქვამის სიმართლეს დაამტკიცებს.

„ორი წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს, პაატა ბურჭულაძე სად იყავი ორი წლის წინ, როდესაც სერია გაკეთდა შენზე მამხილებელი ფილმების, რატომ არ შეიტანე სარჩელი პატივისა და ღირსების დასაცავად ? იქნებ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ამ ფილმებშია სიმართლეა, იქნებ იმიტომ, რომ შენ საქველმოქმედო ფონდი გამოიყენე, რათა ხალხისგან მიგეღო ფული და შემდეგ ის ხურდები, რომლებსაც ყუთებში ყრიდნენ გულმოწყალე მოქლაქეები ჯიბეში ჩაგეჩხრიალებინა. გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოაბიტაციისგანნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის, არც უნარი და არც სურვილი ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე, „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.