ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, კოალიციურმა ძალებმა მოძრაობა „თალიბანის“ მაღალრანგიანი მეთაურების ლიკვიდაცია განახორციელეს.
ოპერაცია ცენტრალური აზიის სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზაბულის პროვინციაში ჩატარდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად, ორი მაღალრანგიანი რადიკალის ლიკვიდაცია მოხერხდა.
მულაჰ ასადსა და მულაჰ სანგალთან ერთად, ავიაგამანადგურებლების შეტევის დროს, მოძრაობა „თალიბანის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.