კოალიციურმა ძალებმა ავღანეთში „თალიბანის“ ორი მეთაური მოკლეს

14:57, 01.09.2018

ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, კოალიციურმა ძალებმა მოძრაობა „თალიბანის“ მაღალრანგიანი მეთაურების ლიკვიდაცია განახორციელეს.

ოპერაცია ცენტრალური აზიის სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზაბულის პროვინციაში ჩატარდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად, ორი მაღალრანგიანი რადიკალის ლიკვიდაცია მოხერხდა.

მულაჰ ასადსა და მულაჰ სანგალთან ერთად, ავიაგამანადგურებლების შეტევის დროს, მოძრაობა „თალიბანის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა.

მსგავსი