კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები საპარლამენტო ფრაქციებს ხვდებიან
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები საპარლამენტო ფრაქციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურებია.
როგორც „ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, მას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.
„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინები, მაგრამ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. დავაყენებ მოთხოვნებს, რაც ხალხს აქვს. ხელისუფლებას მოუწევს უპასუხოს, რატომ ვერ მოახერხეს ამ წლების განმავლობაში თავისუფალი სასამართლოს არსებობა“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.
როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავს შეხვედრებზე ისინი საკითხზე საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ და ინიციატივას კიდევ ერთხელ წარადგენენ. ამასთან, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც 27 იანვარს იგეგმება. დღევანდელ შეხვედრაზე კი, ამის მიზეზსაც განმარტავენ.
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში მონაწილეობაზე კოალიცია უარს ამბობს და პარლამენტს მიმართავს, შექმნილ ფორმატსა და ჯგუფის შემადგენლობას არსებითად გადახედოს.