"კლივლენდის" მეექვსე მარცხი რეგულარულში
"კლივლენდის" მეექვსე მარცხი რეგულარულში

ნბა-ს ვიცე-ჩემპიონმა “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ არენაზე წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად დასუსტებულ “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა და მეტოქესთან მოულოდნელად 117-115 დამარცხდა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი 28 ქულა დენის შროდერის ანგარიშზეა. “კავალიერსის” რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 26 ქულითა და 13 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. დუეინ უეიდმა პირად აქტივშუი 25 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა. “კლივლენდს”, რომელიც ფინალშ გასვლის რეალურ კანდიდატად განიხილება 10 ჩატარებული შეხვედრიდან 6 მარცხი აქვს განცდილი. მომდევნო მატჩს “კლივლენდი” 8 ნოემბერს “მილუოკისთან” გამართავს.