კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს, ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ჯეირანლი წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში, თაღლითობის ბრალდებაში (სსკ-ის 180-ე მუხლი) ცნეს დამნაშავედ.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას გულისხმობს, მოსამართლემ ბრალდებული აღნიშნულ ეპიზოდში გაამართლა.
მანამდე კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გამოძიება პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავება.