კლინიკა „ბომონდში“ ერთი თვიდან 12 წლამდე ასაკის 23 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი აცხადებს, რომ ბავშვთა განყოფილებაში ამჟამად 23 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.
საუბარია ერთი თვიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვებზე.
„განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. შარშანდელ შემოდგომა-ზამთართან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია მომართვიანობა და სიმძიმეც მომატებულია. ყველაზე მტკივნეული საკითხია ის, რომ, სამწუხაროდ, არც ერთი ამ ბავშვის ოჯახის წევრი აცრილი არ არის. მაგიტომაც წამოვიდა ასეთი გაუარესებული სტატისტიკა. გაორმაგებულია ინფიცირებულთა მომართვიანობა.
რაც შეეხება საწოლფონდს, 135 საწოლი აქვთ დათმობილი კოვიდპაციენტებს, აქედან 20 საწოლი პედიატრიულია. თუმცა გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, მომდევნო კვირიდან 20 პედიატრიული საწოლი კიდევ დაემატება“, – განაცხადა ედიშერ ასათიანმა.