კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში რამდენიმე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 118 ინფიცირებულია მოთავსებული. ამასთან, „ბომონდის“ კოვიდცენტრს დღეს ათი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 25 ორსული და მელოგინე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, კლინიკას ჰყავს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებიც.
„რაც შეეხება კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, დიდი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გვყავს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები, რომელთაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს. დღეს კი კლინიკას ათამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს“, -ამბობს „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.