კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტი რჩება.
„კლინიკიდან გაეწერა ოთხი ზრდასრული, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით გადავიდა საკარანტინო სივრცეში უსიმპტომო, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 70 პაციენტი რჩება. აქედან რვა ბავშვი და ოთხი ორსულია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელდნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულები. კვლავ ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალ ნაკადს“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.