კლიმატის ცვლილების საკითხზე თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს
კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია, კლიმატური პოლიტიკის შექმნა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირება – აღნიშნულ საკითხებზე დღეს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი ქვეყნის რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
ღონისძიება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მას საქართველის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ხელშეწყობა პარიზის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, რომელიც კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართულ საერთაშორისო საკვანძო დოკუმენტს წარმოადგენს.
შეხვედრის მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ორდღიანია და ხვალ დასრულდება.