კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტები ჰიტროუს აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ
კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტები ჰიტროუს აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ აეროპორტში ფრენების შეფერხებას დრონების საშუალებით ეცდებიან. აღნიშნული აქტივობა 18 ივნისიდან დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. ამ ხერხით აქტივისტები ეცდებიან ჰიტროუს აეროპორტის გაფართოება შეაჩერონ.
დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰიტროუს აეროპორტის გაფართოებას გასულ წელს დაუჭირა მხარი, რამაც გარემოს დამცველების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლი აქტივისტები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში აქციებს მაისში ერთი კვირის განმავლობაში მართავდნენ. მათი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება იყო, რაც მათი განცხადებით, გარემოს დაბინძურებას იწვევს. მათი აქტივობის გამო ლონდონში, ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობდა.