კლერ მუდი - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე
კლერ მუდი - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე

ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი აცხადებს, რომ საქართველო ლიდერად რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ ბრიტანელმა დეპუტატმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მე ვიცი, რომ ქართველები ძალიან დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი. პირველი ანგარიში აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდნენ ისინი ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეალური პრაქტიკული ღირებულების შესაქმნელად. ჩვენი ანგარიში უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის ეფექტიანობაზე და კონკრეტულ შედეგებზე, ვიდრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე. დღეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება ძლიერი ლიდერობა ევროინტეგრაციის საკითხზე. მან უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია და შესაძლებლობები. უნდა აღვნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა კარგი სამუშაო, თუმცა საქართველოში პოლიტიკური ელიტის სიმწირეზე საუბარი ჩვენი დღევანდელ დღის წესრიგში არ შედის“, – განაცხადა კლერ მუდიმ.

ბრიტანელმა დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატების წევრმა, კლერ მუდიმ დღეს ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საგზაო რუკაზე მუშაობის მნიშვნელობას. კლერ მუდიმ ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოზე სერიოზულ ინსტიტუციურ გავლენას ახდენს.