კლემან ბონი - მივაღწიეთ პროგრესს ევროპული საბჭოს შეხვედრისთვის მზადების საკითხზე, რომელიც ეხება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას
მივაღწიეთ პროგრესს ევროპული საბჭოს შეხვედრისთვის მზადების საკითხზე, რომელიც ეხება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, კლემან ბონმა ლუქსემბურგში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპის მომავალს ეხებოდა.
„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს იმ საკითხებში, რომლებიც დილიდან განიხილებოდა. კერძოდ, მზადება ევროპული საბჭოს შეხვედრისთვის, რომელიც ამ თვის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება. ეს ეხება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გავხდით საკმაოდ კარგი, მე ვიტყოდი, იდეალური კონსენსუსის მოწმენი დისკუსიების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვმარტეთ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ გულისხმობს ავტომატურად წევრობას, ეს გრძელი და რთული პროცესია“, – განაცხადა კლემან ბონმა.