კიშინიოვში საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-მოლდოვის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ნოვოსადიუკი დააკავეს. გამოძიება მას ბრალს ფულის გამოძალვაში სდებს.
დაკავებიდან რამდენიმე საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რაც გულისხმობს, რომ ნოვოსადიუკს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნოვოსადიუკს ბრალი ედება მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის მოპარვაში. მან აღნიშნული თანხა რამდენიმე ადამიანთან ერთად მოიპარა.
ამასთან, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან ერთად 21 სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა ნოვოსადიუკის სახლშიც. ამ საქმეში ასევე ფიგურირებს მოლდოველი დეპუტატი რეგინა აპოსტოლოვა და მარინა ტაუბერი.