ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პრეაქსელერატორის მენეჯერებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო

11:20, 04.09.2020

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს 11 უმაღლესი სასწავლებლისა და რეგიონში GITA-ს ინოვაციური ცენტრების პრეაქსელერატორის მენეჯერებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო.

სამდღიან ტრენინგს ჰაიტექ ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი და 500 Startups-ის ევროპისა და აფრიკის რეგიონალური ხელმძღვანელი პედრო ვიეირა გაუძღვებიან.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, კურსი მოიცავს: აქსელერაციის პროცესის როლი სტარტაპ ეკოსისტემაში, სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებსაც შეასრულებენ.

მათვე ცნობით, კურსის მიზანია ანტრეპრენერობის პოპულარიზაცია და ხარისხის გაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში. ტრენინგი დაეხმარება მენეჯერებს, პრეაქსელერაციის პროცესი უფრო ეფექტურად წარმართონ უნივერსიტეტებსა და ინოვაციურ ცენტრებში.

მსგავსი