კიშინიოვის ცენტრში მერის არჩევნების შედეგების გაუქმება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილები არა მხოლოდ მოლდოვის დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგების აღიარებას ითხოვდნენ, რამედ იმ მოსამართლეების გასამართლებასაც, რომლებმაც გამარჯვებული კანდიდატის, ანდრეი ნასტასეს მანდატი არ დაამტკიცეს.
დემონსტრანტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები, აქციის მსვლელობისას, მობილიზებული იყო პოლიცია.
კიშინიოვის სასამართლომ 19 ივნისს მოლდოვის დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, 21 ივნისს კი აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა და არჩეული მერის, ანდრეი ნესტასეს საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქვემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც, რაც იმას ნიშნავს, რომ კიშინიოვის მერის მოვალეობის შესრულებას კვლავ მოქმედი მერი რუსლან კოდრიანუ გააგრძელებს.
ანდრეი ნესტასე პროევროპული გაერთიანების „ღირსებისა და სიმართლის“ თავმჯდომარეა.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საბოლოოდ გააუქმა კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.