კიშინიოვში მაღალი სიჩქარით მოძრავი „პორშეს“ ავტომობილი ტროლეიბუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტროლეიბუსი ტროტუარზე მდგომ ხალხს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
გარდაცვლილები არიან „პორშეს“ მძღოლი და ტროლეიბუსის მგზავრი. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექვსი ბრიგადა მუშაობდა.