კისენოსატომ კარიერა დაასრულა
კისენოსატომ კარიერა დაასრულა

იაპონელმა იოკოძუნამ, ანუ დიდმა ჩემპიონმა კისენოსატომ კარიერა დაასრულა. აღნიშული გადაწყვეტილება მისი სკოლის პრეზიდენტმა გაავრცელა. კისენოსატომ წლის პირველ ტურნირზე სამივე შეხვედრა დათმო, ხოლო ბოლო ორი ტურნირის ჯამში კი ზედიზედ რვა დაპირისპირება აქვს წაგებული.

32 წლის სეკიტორის პროფესიონალური დებიუტი 2002 წლის გაზაფხულის ტურნირზე ჰქონდა და იოკოძუნას ტიტული 2017 წელს, სწორედ წლის პირველი ტურნირის – ჰაცუ ბაშოს მოგების შემდეგ მიიღო.

მან იმპერატორის თასი ორჯერ მოიგო, მაგრამ 2017 წლიდან ტრავმების სერიამ დატანჯა. ზედიზედ რვა ტურნირის გამოტოვების შემდეგ გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა, თუმცა საუკეთესო ფორმაში ვერაფრით შევიდა.

კისენოსატო 72-ე სუმოისტი იყო, რომელმაც იოკოძუნას რანგი მიიღო. მისი კარიერა 18 წლის მანძილზე გაგრძელდა. იაპონელი იოკოძუნას წასვლის შემდეგ სუმოს უმაღლეს საფეხურზე ორი მონღოლი იოკოძუნა დარჩა – ჰაკუჰო და კაკურიუ.