კირილ ბუდანოვი - მაისის შუა რიცხვებიდან საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, თუმცა არმაგედონი არ მოხდება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის პროგნოზით, უკრაინას მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში რთული ვითარება ელოდება, თუმცა არა კატასტროფული. ამის შესახებ მან „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გველდოება, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება უახლოეს პერიოდში. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის კატასტოფული არ იქნება. არმაგედონი არ მოხდება, როგორც ბევრი ახლა იწყებს საუბარს. თუმცა მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები შეგვექმნება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
კირილ ბუდანოვის თქმით, მისი პროგნოზი ეხება მთელ უკრაინას და არამხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. როგორც მან აღნიშნა, რუსები გამოიყენებენ „კომპლექსურ მიდგომას“.
„ისინი კომპლექსურ ოპერაციას ატარებენ. ამაზე თქვენთან დიდხანს არ ვისაუბრებთ, თუმცა ეს იქნება მძიმე პერიოდი. მაისის შუა რიცხვები, ივნისის დასაწყისი“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.