კირილ ბუდანოვი - ჩრდილოეთკორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა
ჩრდილოეთკორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი ხვალ კურსკის ოლქში ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა The War Zone-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დაეხმარება რუსებს უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორი იქნება მათი აღჭურვილობა.
„რამდენიმე დღეში ვნახავთ. პირველ დანაყოფებს კურსკის მიმართულებით ხვალ ველოდებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა.