კირგიოსმა აღიარა, რომ ნადალის წინააღმდეგ ნაბახუსევზე ითამაშა და მოიგო
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა ნაცნობ კომიკოსთან ელიოტ ლოუნისთან ონლაინ-საუბრისას გაიხსენა, როგორ ეთამაშა ნაბახუსევზე რაფაელ ნადალს.
„ერთ საღამოს შესანიშნავად გავერთეთ, სრული პროგრამით. დღენახევრის შემდეგ, ბადე დავინახე და გავიფიქრე: „კარგი, რაფასთან უნდა ვითამაშო“. არაფერი შეცვლილა. უკვე ყველამ იცოდა, რასაც ვფიქრობდი ამ მოთამაშეებზე: პატივს არ ვცემ მათ მხოლოდ იმისთვის, ვინც არიან, აგრეთვე, მათი მიღწევებისთვის.
კორტზე გავედი და ვფიქრობდი: „ვიბრძოლებ. ვიცი, რომ დიდად სირბილი არ შემიძლია, რადგან ნაბახუსევი ჯერ გასული არ იყო. ასე რომ, საჭიროა კარგი მოწოდება და ძალიან აგრესიული თამაში და იმ დღეს ყველაფერი გამოვიდა“, – თქვა კირგიოსმა.
თანამოსაუბრეებს არ დაუზუსტებიათ, რომელ ტურნირზე მოხდა ეს: სავარაუდოდ, მათ მხედველობაში ჰქონდათ ნადალზე გამარჯვება 2017 წელს, ცინცინატის „მასტერსზე“.