კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა, ლიდერებმა უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ განიხილეს. ლიდერები ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეხვდნენ.
ამასთან, კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესაც უმასპინძლა, რომელთან შეხვედრაზე თქვა, რომ „მთელი დილა ზელენსკისთან გამარჯვების გეგმის განხილვას დაუთმო“.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი პარიზშიცაა დაგეგმილი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. სავარაუდოა, რომ მიმდინარე კვირას ზელენკსი ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.