კირ სტარმერი - შეშფოთებული ვარ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო, ძალადობის ადგილი არცერთ პოლიტიკურ პროცესში არ არის
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ეხმაურება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. სტარმერის განცხადებით, ძალადობას არანაირი ადგილი არ აქვს პოლიტიკურ პროცესებსა და დისკუსიებში.
„ძალიან შეშფოთებული ვარ თავდასხმის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ეს მკვლელობის მცდელობას ჰგავს. ძალიან, ძალიან შეშფოთებული ვარ ამის გამო. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ძალადობის ადგილი არცერთ პოლიტიკურ პროცესში არ არის“,- განაცხადა კირ სტარმერმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.