ნატო-ს სამიტი სიგნალი უნდა იყოს რუსეთისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს ამჟამინდელი სამიტი არის შესაძლებლობა ალიანსის წევრებისთვის, გაერთიანდნენ, განამტკიცონ თავიანთი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით უკრაინაზე ბოლო თავდასხმის ფონზე, და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას.
როგორც სტარმერმა აღნიშნა, უკრაინაში, საავადმყოფოზე თავდასხმის გათვალისწინებით, „რუსეთისთვის სიგნალი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადრე“.
„მოხარული ვარ, რომ შემიძლია, დავადასტურო ლეიბორისტების ძლიერი მხარდაჭერა, ურყევი მხარდაჭერა ნატო-ს მიმართ“, – განაცხადა სტარმერმა.