კირ სტარმერი - მესმის, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ირანის აგრესიისგან, ასევე მესმის, რომ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შემდგომი რეგიონული ესკალაცია, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება
დიდი ბრიტანეთი ისრაელის მიერ ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შემდეგ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.
პრესკონფერენციაზე სტარმერმა ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო თავდასხმისგან. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთმა „თავიდან უნდა აიცილოს შემდგომი რეგიონული ესკალაცია“.
„მე ნათლად მესმის, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ირანის აგრესიისგან. ასევე ნათლად მესმის, რომ ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი რეგიონული ესკალაცია და მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ირანმა არ უნდა უპასუხოს“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობას მთელ რეგიონში სიტუაციის განმუხტვისთვის.