კინოსტუდია „ქართულ ფილმს“კინორეჟისორმა ლიანა ელიავამ მისი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მთლიანი მასალები გადასცა.
ლიანა ელიავას კინონაშრომები დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ საცავში იქნება დაცული.
საარქივო მასალებს შორისაა: „სინემა“, „ფერმა მთაში“, „გზის დასაწყისი“.
ლიანა ელიავა 1970 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; 1999 წლიდან ცხოვრობს ფინეთში; გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი“(1969), „ეპისკოპოსი ნადირობაზე“(1971); „მშვენიერი კოსტიუმი“(1973), „ფერმა მთაში“(1974), „სინემა“(1977); ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“(თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“(თბილისი, 2011);