კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს ორი ძაღლი აჩუქა
კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს ორი ძაღლი აჩუქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ვიზიტის დროს ორი ენდემური ჯიშის ძაღლი აჩუქა.

„პუნგსანი“ მონადირე ძაღლის ჯიშია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის რეგიონშია გავრცელებული.

წლების წინ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტისგან ამავე ჯიშის ძაღლები საჩუქრად სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმაც მიიღო.