ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში დაპატიჟა.
მიპატიჟების წერილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს კიმ ჩენ ინის დამ გადასცა, რომელიც გუშინ ოლიმპიადის გახსნას დაესწრო, შემდეგ კი მუნ შჯე ინს შეხვდა.
ისტორიული შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წერილში წერს, რომ სურს, შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს.