კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები მოინახულა, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის საზღვართან მდებარე დატბორილი ტერიტორიები მოინახულა, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.
„როიტერის“ ცნობით, კოკისპირულმა წვიმამ ჩრდილოეთ კორეის სინუიჯუსა და ჩინეთის მოსაზღვრე მიმდებარე რაიონებში დაახლოებით 5 000 ადამიანი დააზარალა. საევაკუაციო სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროებიც.
კიმ ჩენ ინმა სამხედროები გაწეული სამსახურისთვის შეაქო და გააკრიტიკა რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები. კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კრიზისის საპასუხო ზომები ეფექტური არ იყო.