კიმ ჩენ ინი - სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას თუ ეცდება, ჩრდილოეთ კორეა სრულ არსენალს გამოიყენებს მოწინააღმდეგის ფერფლად ქცევისთვის
სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას თუ ეცდება, ჩრდილოეთ კორეა სრულ არსენალს გამოიყენებს მოწინააღმდეგის ფერფლად ქცევისთვის – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავდაცვის ინდუსტრიების მონახულებისას განაცხადა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას საფრთხე თუ დაემუქრება, ფხენიანი საპასუხო ზომებს მიიღებს, რადგან ქვეყანას აქვს ასეთი ნება, ძალა და უნარი, რასაც მომავალში გააფართოებს და გააძლიერებს.
„ვიდრე „კორეის რესპუბლიკის“ მმართველი განგსტერები არ გააცნობიერებენ თავიანთ შეცდომას და არ მიატოვებენ თვითმკვლელობის კონფრონტაციულ პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება კაცობრიობის მშვიდობისკენ მისწრაფებებს და მის უბედურებას იწვევს, სამართლიანი ბრძოლის პრინციპებზე დაფუძნებული ჩვენი რესპუბლიკის აშკარა პრაქტიკული ქმედებები უცვლელად გაგრძელდება“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.