კიმ ჩენ ინი და მისი მამა 1990-იან წლებში, დასავლეთის ქვეყნებში ბრაზილიური პასპორტებით, ყალბი სახელებით მოგზაურობდნენ
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მამა, კიმ ჩენ ირი 1990-იან წლებში, დასავლეთის ქვეყნებში ბრაზილიური პასპორტებით, ყალბი სახელებით მოგზაურობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პასპორტის ფოტოასლებში ვკითხულობთ, რომ კიმ ჩენ ინი, ჯოზეფ პვაგის, კიმ ჩენ ირი – იონგ ჩოის სახელით იყვნენ დარეგისტრირებული და მათ ვიზისთვის სულ მცირე 2 დასავლურ სახელმწიფოს მიმართეს. ამ საკითხზე კომენტარს ბრაზილიაში მდებარე ჩრდილოეთ კორეის საელჩო არ აკეთებს.
ბრაზილიიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი შიდა გამოძიება დაიწყო. ეს კიმების ოჯახის მიერ სხვისი სახელით სარგებლობის პირველი შემთხვევა არ არის. კიმ ჩენ ინი და მისი და შვეიცარიაში, ბერნის საერთაშორისო სკოლაში ფიქტიური სახელებით სწავლობდნენ.