კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს
ჩრდილოეთ კორეის ეროვნულმა კრებამ კიმ ჩენ ინი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია.
არჩევნების შემდგომ პირველ სესიაზე ასევე დაამტკიცეს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერის თანამდებობას კიმ ჯაე რიონი დაიკავებს.
ცვლილებები შევიდა ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაშიც.