კიევში, კიოტოს პარკში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გვიან ღამით პარკში ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფებოდა. მათ ერთ-ერთ გამვლელთან უთანხმოება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთმა ახალგაზრდამ მას F1 ტიპის ხელყუმბარა ფეხებში ესროლა.
შემთხვევის შედეგად თავად თავდამსხმელიც დაშავდა .
ინციდენტში მონაწილე პირები ტერიტორიიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ.