კიევში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

11:16, 16.04.2018

კიევში, კიოტოს პარკში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გვიან ღამით პარკში ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფებოდა. მათ ერთ-ერთ გამვლელთან უთანხმოება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთმა ახალგაზრდამ მას F1 ტიპის ხელყუმბარა ფეხებში ესროლა.

შემთხვევის შედეგად თავად თავდამსხმელიც დაშავდა .

ინციდენტში მონაწილე პირები ტერიტორიიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ.

 

მსგავსი