კიევში „შტაინმაიერის ფორმულას“ აპროტესტებენ
კიევში „შტაინმაიერის ფორმულას“ აპროტესტებენ

კიევში, მაიდანზე კვლავ საპროტესტო აქციაა. მომიტინგეები „შტაინმაიერის ფორმულას“ აპროტესტებენ.

დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგია – „უარი კაპიტულაციას“. ამჟამად უკრაინის დედაქალაქის ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

შეგახსენებთ, ანალოგიური აქცია გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთანაც გაიმართა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ წერილი გაუგზავნა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელშიც „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა.

კიევში ამტკიცებენ, რომ ჯერ ამ გეგმის რეალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„შტაინმაიერის ფორმულა“ დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი