კიევში რუსი დიპლომატების ავტომობილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთ შენობასთან გაჩერებულ ავტომობილს ფეკალური მასები შეასხეს და საღებავით შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. დაუზიანეს საბურავები და სარეგისტრაციო ნომრები მოხსნეს.
რუსეთის საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გაგზავნას გეგმავს.