კიევში რუსი დიპლომატების ავტომობილს თავს დაესხნენ

23:45, 27.09.2018

კიევში რუსი დიპლომატების ავტომობილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთ შენობასთან გაჩერებულ ავტომობილს ფეკალური მასები შეასხეს და საღებავით შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. დაუზიანეს საბურავები და სარეგისტრაციო ნომრები მოხსნეს.

რუსეთის საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გაგზავნას გეგმავს.

მსგავსი