კიევში, გოლოსეევის რაიონში ცხელი წყლის მილის გასკდომის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
კიევში, გოლოსეევის რაიონში ცხელი წყლის მილის გასკდომის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

კიევის გოლოსეევის რაიონში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.

მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები მიიღეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებიდან შვიდი პირი ჰოსპიტალიზებულია, სამს კი სამედიცინო დამხარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

როგორც უკრიანული მედია წერს, მილის დაზიანების შედეგად დაიტბორა სავაჭრო ცენტრის პირველი სართული.

მილის დაზიანების  გამო ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.