კიევში, „ოსოკორკის“ ეკოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ეკოპარკის მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები და ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას.
ეკოპარკის წარმომადგენლების განცხადებით, ეს განზრახ გაჩენილი ხანძარია.
„რამდენიმე დღის წინ უცნობმა ადამიანებმა მოგვწერეს ხანძრის შესახებ და შემდეგ წაშალეს მესიჯები. ამ გზით ნადგურდება ყველაფერი ცოცხალი, რათა შემდგომში უფრო ადვილი იყოს კორპუსების მშენებლობების გაფართოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი, დაახლოებით, 3 ჰექტარზეა გავრცელებული.