კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა
კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი ხელმძღვანელობს.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე არიან ფრენჩ ჰილი, ჯეისონ კროუ, ებიგეილ სპანბერგერი და ზაკ ნანი.

2023 წლის ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა აშშ-ის უცხოელი პარტნიორებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ. ინიციატივა ითვალისწინებს უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას. კანონმდებლებს ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუმტკიცებიათ. რესპუბლიკელები ბლოკავენ უკრაინისთვის დახმარების განხილვას საზღვრის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. ბაიდენმა თქვა, რომ კონგრესში რესპუბლიკელები დონალდ ტრამპის მითითებით მოქმედებენ.

8 თებერვალს, აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა 95 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის, მაგრამ ეს ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ამ დახმარების საკითხი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უნდა განიხილონ.