კიევში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი წერს და კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
კიევში ჩასული ინსპექტორები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმოადგენენ.
„მოხარული ვარ, მივესალმო კიევში სამ ინსპექტორს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან და USAID-დან. მათი შეხვედრები აღმსრულებლებთან, პარტნიორებთან და უკრაინის მთავრობასთან მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის დახმარების ზედამხედველობას და ანგარიშვალდებულებას“, – წერს აშშ-ის ელჩი.