კიევში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სამართალდამცველები და სამხედროები რკინიგზის სადგურებზე, მეტროპოლიტენსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში არიან მობილიზებულნი.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზად უკრაინის დედაქალაქში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებები სახელდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ Facebook-ის გვერდზე დაწერა, ტელეცენტრ „არკადიას“ ავტოსადგომზე გაჩერებულ „ფოლცვაგენ პასატში“ ნაპოვნია 6,5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და 10 დეტონატორი.
მისივე ცნობით, დაკავებულია ავტომობილში მყოფი ორი უკრაინელი. მათ თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდათ.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს კიევში, „ესპრესოსთან“ აფეთქება მოხდა. შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი. მათ შორის იყო დეპუტატ იგორ მოსიიჩუკის პირადი მცველი. დაშავდა თავად უმაღლესი რადას წევრიც.