უკრაინის დედაქალაქ კიევის სკოლებში 28 მარტიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სასწავლო კურსები იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებით.
„დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთ მძიმე საომარ პირობებში. ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ეს არ იმუშავებს“, – თქვა კლიჩკომ.
გაერო-ს შეფასებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი ლტოლვილად იქცა.