კიევის სასამართლომ გააუქმა ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის პარტიას რადას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა
კიევის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა“ რადას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა საგანი „ტვიტერში“ წერს, კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმეორედ განიხილოს პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაარეგისტრიროს კანდიდატები. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემაც გაავრცელა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი თანამებრძოლებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაემართა, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ახალი განცხადება შეიტანოს.
მანამდე, უკრაინის ცესკო-ში განაცხადეს, რომ სააკაშვილის პარტიის ყრილობა, სადაც კანდიდატების სია დაამტკიცეს, ხარვეზებით წარიმართა. შედეგად, ცესკო-მ სააკაშვილის პარტიას კანდიდატების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.